ოზურგეთში კოვიდინფიცირების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ოზურგეთის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ ინფიცირების შემთხვევები მომატებულია. ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება დაბა ურეკშიც.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 1010 შემთხვევა, საიდანაც კლინიკაში 207, საკატანტინე სივრცეში 295, ბინაზე კი 508 პაციენტი მკურნალობს.
სულ კი დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 6365 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5281 პაციენტი, გარდაცვლილია 74.
[sexy_author_bio]