საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 % შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გთავაზობთ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლის და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტულ ცვლილებას:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0.6%
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 0.7%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.0%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 0.1%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 1.0%
ჯანმრთელობის დაცვა 0.5%
ტრანსპორტი 1.7%
კავშირგაბმულობა 0.0%
დასვენება, გართობა და კულტურა 1.1%
განათლება 0.0%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.1%
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.3%
გამოკვლევამ აჩვენა რომ ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ფასები გაიზარდა 0.6 %-ით
რძე, ყველი და კვერცხი 4.4 %
პური და პურპროდუქტები (1.5 %)
ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 %)
ზეთი და ცხიმი (1.0 %)
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9%).
ამასთან ფასები შემცირდა:
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1 %) ასევე
ხილსა და ყურძენზე (-2.6 %)- ით
საქსტატის მონაცემებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში, ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე.
საცხოვრებელზე, წყალზე, ელ.ენერგიაზე და აირზე დაფიქსირდა ფასების 11.5 %-იანი მატება.
[sexy_author_bio]