“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ სლოგანით – “იყავი არბიტრი და ნუ იქნები მხარე”.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, კახა ასკურავამ ოლქის წევრებს მეგაფონიდან მოუწოდა, რომ იყვნენ სამართლიანები და ნუ იქნებიან მიკერძოებული მხარე.
“რაც ეს წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს, მუდმივად არის ხელის გადაგრეხვები. წინასწარ მინდა გავაფრთხილო კომისიის ყველა წევრი, რომ ხმები სამართლიანად დაითვალონ და ნუ წავლენ ხალხის ნების წინააღმდეგ. 31 ოქტომბერს ხალხი დაასრულებს ივანიშვილის მთავრობას და მე მათ ვეღარ დავიცავ”, _ მოუწოდებდა ასკურავა საოლქო კომისიის წევრებს.