საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და ზიანის გამო თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს.
“გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო”,– ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.