დღეს ოზურგეთს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ეწვევა.
როგორც ცნობილია, “ოცნების” თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძეც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.