საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელ „X“-ში გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე”, წერს ირაკლი კობახიძე.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„მადლიერი ვარ ყაზახეთის ინტერესისთვის, რომელიც გამოიხატება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ყველა მიმართულებით, სადაც საერთო ინტერესები გვაერთიანებს.
საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია ჩვენი რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია განცხადებაში.