აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 თებერვალს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებათ _ დოკუმენტი თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.
„ამიერიდან ქალთა სპორტი მხოლოდ ქალებისთვის იქნება“, _ განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში მხარდამჭერებთან შეხევდრაზე.