,,როგორც ევროპელმა ლიდერებმა მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი.“ _ ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა.
,,როგორც ევროპელმა ლიდერებმა მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უკრაინასა მოლდოვაზე ორი წლით გვიან მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ასევე, საქართველომ უკრაინაზე ოთხი და მოლდოვაზე ორი წლით გვიან დაიწყო მოლაპარებები ვიზალიბერალიზაციაზე. უკრაინაზე სამი და მოლდოვაზე ორი წლით გვიან მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, და მოლდოვაზე სამი წლით გვიან, მაგრამ უკრაინაზე ადრე მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი…
…გამოვთქვამთ იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსი კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი.“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას ანიჭებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზებაც შეიტანა.
ავტორი