ირაკლი კობახიძეს ივანიშვილის გარეშე არც ავტორიტეტი აქვს და არც გავლენა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, თუ ივანიშვილი ღიად არ ჩაერევა, “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება.
“ღარიბაშვილმა წარმოუდგენელია, კობახიძის უფროსობა გადაიტანოს, ან კალაძეს აპატიოს ძველი ამბები.
მოკლედ, ივანიშვილი თუ არ ჩაერია ღიად, „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს, გახარიას გამოჩენის პირობებში.
ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ სწორედ კობახიძე გახდება „ოცნების“ მესაფლავე, გახარია კი, პირველ რიგში „ოცნების“ სატკივარი იქნება.
მაგრამ გახარიას აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან ბევრ კითხვაზე და შეცდომებზე!
რადგან დღეს რასაც ქვეყანაში ვიმკით, სწორედ გახარიას და სამი მუშკეტერის აბსოლუტური არაკომპეტენტურობის, ეკონომიკის, ქვეყნის მართვის არცოდნაა!
რასაც ქალაქში ვიმკით _ კალაძის!
პანდემიის მიზეზით ქვეყნის ჩაკეტვა კიდევ, ქვეყნის მართვა არ არის.
არც ადამიანების ცხოვრების დონის განსაზღვრა შეიძლება მარტო ციფრებით. ხალხს შია!” _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.