კასპის “ძლიერი საქართველოს” ხელმძღვანელმა ირაკლი მილაძემ პოსტო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.
“პოლიტიკური პარტია არ არის ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი. ნებისმიერ პარტიას რუსული მთავრობის შეცვლის ინსტრუმენტად განვიხილავდი. ას იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, როცა პატივი მერგო და ნდობა გამომიცხადეს, ვყოფილყავი კასპში “ძლიერი საქართველოს” ხელმძღვანელი. ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი ჩემი მორალი და პიროვნულობაა.
ამ მორალში არ ჯდება პარტია “ლელოს” დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის პირობებში და “ქართული ოცნების” ადმინისტრირებულ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. თავს ვერ მოვიტყუებ და ვერც ამომრჩეველს მოვატყუებ. კასპის საკრებულის დეპუტატობა არ მიღირს ამად! მინდა ღირსეული ვიყო, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ბიჭის მამა, რომელიც ამ დღეებში დაიბადება. მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადებები კი ცხადს ხდის მის პოზიციას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ჩემთვის დისკუსიის გახსნაც იგივეა, რაც არჩევნებში გასვლა. თუკი ვფიქრობ, რომ ამ აბსურდულ არჩევნებში გასვლა მოღალატეობრივია, ვერ გავმართავ დისკუსიას, შეიძლება თუ არა ვიყო მოღალატე.
სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანური და პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ვეღარ ვიქნები ამ გუნდში და ვტოვებ კასპის “ძლიერი საქართველოს” ხელმძღვანელის პოზიციას” – წერს ირაკლი მილაძე სოციალურ ქსელში.


































































