“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ამერიკე სენატორის, ჯინ შაჰინს “ჩათ..ხი” უწოდა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატს მედიის წარმომადგენლები შეკითხვას უსვამდნენ შაჰინის დღევანდელი განცხადებების შესაფასებლად.
ჟურნალისტი: “ჯინ შაჰინი, რომელიც გამოირჩევა…”
ზარქუა: “ჩათ..ხი”
შეგახსენებთ, სენატის საგარეო კომიტეტში, სადაც კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობდნენ, მოხსენებები საქართველოზეც გაკეთდა. სენატორები ამბობენ, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი ჩავარდნილია და დემოკრატია გაუარესებული.
სენატორმა განაცხადა, რომ საქართველოში არის დიდი უკუსვლა, ამას ქართული ოცნების არაერთი წევრისგან სენატორის კრიტიკა მოჰყვა.
ისინი ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას მედიატერორსა და ოპოზიციის დევნაზე და სვამენ შეკითხვას _ ღირს თუ არა საქართველოსთვის დახმარების გაგრძელება, მაშინ როცა შტატების ფინანსურ თუ ადამიანურ ძალისხმევას შედეგი არ აქვს და ქვეყნის ხელისუფლება არ მიდის დემოკრატიის გზით.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ უსამართლო კრიტიკას ფასი არ აქვს და დაფინანსებაზე NGO-ებმა ინერვიულონ.
ავტორი