ირანში სკოლები დახურეს და გამოცდები გადაიდო. როგორც ირანის განათლების სამინისტროში განაცხადეს, ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია განსაკუთრებულ განკარგულებამდე.
ასევე გადაიდო ყველა დაგეგმილი გამოცდა. გამოცდების ახალი თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.
აღსანიშნავია, რომ გამოცდები გაუქმდა ისრაელშიც, ხოლო ყველა სასწავლო დაწესებულება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.































































