,,დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა“, _ ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე მან აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს მალე მოუწებს პოლიტიკის დატოვება
„მინდა ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო, მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება, დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე. ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს, რომ ის მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში”, _ განაცხადა ინაშვილმა.