ისრაელის თავდაცვის არმიამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ავიადარტყმები, მას შემდეგ მოხდა, რაც ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ისრაელის ავიაციის სამიზნე საბრძოლო მასალების საწყობი გახდა.
როგორც ცნობილია, 15 აგვისტოს ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან პალესსტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოებს ძალებს შორის შეტაკება მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პალესტინელებმა ავტომობილის საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და გამყოფი ღობის მიმართულებით ყუმბარებს ისროდნენ.































































