იტალიაში, ქალაქ პიზის ახლოს ტყეში ხანძარს ებრძვიან. აღნიშნულ ინფორმაციას The Express ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხელისუფლებამ ტოსკანას რეგიონში მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ევაკუირებულია 500 ადამიანი.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 600 ჰექატარზეა გავრცელებული და მის ჩაქრობას 80 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.