თავის მეგობრებთან ერთად ბერნარდ შოუ შევიდა რესტორანში. მაგიდასთან გაიმართა საუბარი ახალ წიგნებზე, მაგრამ საუბარს რესტორნის ხმაურიანი მუსიკა ხელს უშლიდა.
ბერნარდ შოუმ გახედა ორკესტრს. კაპელმაისტერმა შენიშნა ცნობილი დრამატურგის მზერა, დაუყოვნებლივ გაჩნდა მასთან და შეეკითხა:
– რას დაგვიკვეთავთ?
– ერთი პარტია ჭადრაკის თამაშს! – იყო პასუხი.
ავტორი