იუნესკოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს ათობით ეკლესია, ისტორიული ძეგლი და მუზეუმი უკვე დაზიანდა. ახლა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რაც ჩერნიგოვში ხდება.
გაეროს კულტურის სააგენტომ ომის ერთ თვის განმავლობაში დაზიანებული კულტურული ძეგლების წინასწარი სია შეადგინა.
იუნესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დანგრეულია ან დაზიანებულია 29 სალოცავი, ისტორიული მნიშვნელობის 16 შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი.
“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით. უკრაინაში კაცობრიობის მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება”, – განაცხადა იუნესკოს წარმომადგენელმა ერნესტო ოტონემ.
ასევე ოტონმა უკრაინის ტერიტორიაზე არის შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კერძოდ ლვოვსა და კიევში; ქალაქები ოდესა და ხარკოვი შედის შემოქმედებითი ქალაქების ქსელში, ხოლო უკრაინის ზოგიერთი ეროვნული არქივი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში.