„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს და პარტიის აქტივისტებსა და ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
„მოდით მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, მადლობა გადავუხადოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ, ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყნას – ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. და რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით ბევრი დრო მოანდომეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი – 23%.