დეპუტატმა ემზარ კვიციანმა “პალიტრანიუსთან” ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგეგმება ფონდის დაფუძნება, რომელიც ახალი ოჯახების გაძლიერებას მოემსახურება.
“მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, იქნებიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ“, – განაცხადა კვიციანმა
მისი თქმით, იქნებიან აგენტები, რომლებიც შეყვარებლებს აღრიცხავენ, მათ ვინც სიდუხჭირის გამო ოჯახს ვერ ქმნის.
“აღირცხვაზე აიყვანენ შეყვარებულებს და მოხდება მათი დახმარება. ისინი დაწერენ განცხადებას ფონდის სახელზე, რომ გთხოვთ დახმარებას და ფონდი დაეხმარება” – განაცხადა კვიციანმა.
რაც შეეხება თანხას, მისი თქმით, გააჩნია რა რაოდენობის თანხა შეგროვდება.
“ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის. ეს იქნება ქართველებისთვის, დღეს დემოგრაფიულად გვიჭირს”, – აცხადებს დეპუტატი.