ოზურგეთში დღეს მომხდარ შემთხვევას, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემას უკავშირდება, მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქში” ეხმაურება.
“ბესო ქათამაძე, ჩვენი დეპუტატი გურიაში და საქართველოს ჯარისკაცი, 8 ქოცმა დეპუტატმა გაიყვანა ოთახში და თავში ჩაარტყეს რკინა, ფეისბუქზე მისი გამონათქვამების გამო.
ჯაყო ცდილობს ჩვენს დაშინებას, ვერ ეღირსება!”_წერს სააკაშვილი.
შეგხსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ბესო ქათამაძე ფეისბუქზე დაწერილი სტატუსისა და “გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო დღეს ოცნების დეპუტატებმა სცემეს.
მას თავის არეში აქვს დაზიანება. მომხდარს შსს იძიებს.