
როგორც იამზე ქათამაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ქათამაძე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში.
“ჩვენ, მუსლიმები, ბაირამის დღესასწაულს ვზეიმობთ. ჩემი შვილი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში. მის ტელეფონზე რამდენჯერმე გახორციელდა ზარი _ ითხოვდნენ, რომ ოზურგეთში ჩასულიყო. რაც მოხდა მე გვიან გავიგე. მოვითხოვ ჩემი შვილის საქმე დროულად იქნას გამოძიებული და გიორგი კერძევაძე, რომელიც ამ წუთებში დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ.