https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჯაშუშობაზე რომ დავთანხმებულიყავი, ახლა ყველა ბრალდება მოხსნილი მექნებოდა!” – რას ჰყვება მერაბ შარიქაძე, რომელსაც 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

13:15; 18.05.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მსოფლიო რაგბისა” და WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) გადაწყვეტილებით, “რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში” მონაწილეობის გამო, ექვსმა ქართველმა მორაგბემ და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა ექიმმა სხვადასხვა ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია მიიღო. ყველაზე მკაცრად დაისაჯა “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მერაბ­ შარიქაძე, რომელსაც 11 წლით აეკრძალა რაგბის თამაში. საქმე ეხება “სინჯის ჩანაცვლების” 2022 წლის შემთხვევას, როცა შარიქაძემ, დოპინგ-ტესტისთვის ჩასაბარებლად თანაგუნდელს თავისი შარდი გაატანა. გადაწყვეტილების გასაჩივრება რომ გავბედე, უპრეცედენტო დისკვალიფიკაცია ამის ბრალიაო – დარწმუნებულია “ბუკა” შარიქაძე. 33 წლის მორაგბეს ეროვნული ნაკრების მაისურით 104 მატჩი უთამაშია. აქედან ზუსტად ნახევარი (52 შეხვედრა) – კაპიტნის რანგში, რაც სარეკორდოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში. გასული წლის ნოემბერში, რაგბიდან მოკვეთილმა მერაბ შარიქაძემ სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა შერეული ორთაბრძოლების ქართული ორგანიზაცია RKENA-ს ეგიდით და პოლონელი პატრიკ კონტნი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დანარჩენი – ექსკლუზიურ ინტერვიუში:

– 11-წლიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალურად ბოლო დღეებში გავრცელდა, თორემ ჩვენ, თითქმის ორი თვეა, ვიცით. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, როცა პირველად ვილაპარაკე ამ თემაზე, ვთქვი – სასჯელის ვადას კიდევ უფრო გაზრდიან-მეთქი. ამის თქმის საფუძველს მათი ცინიკური დამოკიდებულება მაძლევდა.

მთლად 11 წელს არ ველოდი, მაგრამ რეალურად, არც აქვს მნიშვნელობა, რაგბის თამაშს ექვსი წლით ამიკრძალავდნენ, თუ რვა ან თერთმეტი წლით – 2024 წლიდან უკვე შეგუებული ვარ, რომ ჩემთვის სარაგბო კარიერა დამთავრდა… არასდროს მითქვამს – დამნაშავე არ ვარ-მეთქი, ძალიან დიდ სისულელეში მოვყევი, მაგრამ ასეთ არაადეკვატურ სასჯელს არ ვიმსახურებ. ვერც კი ვხვდები, როგორ შეიძლება ამ ამბავში მე გამომიყვანო ყველაზე დიდ დამნაშავედ?!

– ფაქტია – ყველაზე მკაცრად სწორედ შენ დაგსაჯეს…

– მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, საბაბი ხომ ყველა საქმეს აქვს? მეც რომ მქონოდა ნებისმიერი სახის ინტერესი, მოტივი ან სარგებელი, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჩემი “დანაშაული” მხოლოდ ის არის, რომ მეგობრებს დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი. მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს იმდენად გაუმართავი სისტემა ჰქონდა, ვერც გავაცნობიერე, რომ დანაშაულს ჩავდიოდი, რომ ასეთი სისულელის ნაწილი ვხდებოდი… იმ მომენტში მეგობრებს ვერ დავაღალატებდი, მაგრამ… სამაგიეროდ, მოგვიანებით, თვითონ დავრჩი გაწბილებული – ვისაც დახმარების ხელი გავუწოდე, სწორედ ერთ-ერთი მათგანისგან მივიღე “ზურგში დანა”. სპორტში გაცილებით უარესი რაღაცები მომხდარა, ხალხს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას უმტკიცებენ და ერთი წლით, მაქსიმუმ – წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაციით სჯიან, მე კი… ლამის უვადო დისკვალიფიკაცია მომცეს შარდის სხვისთვის მიცემისთვის. დარღვევისთვის, რაც არ კონტროლდებოდა – ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული!

– რას გულისხმობ?

– “მსოფლიო რაგბი” და WADA საქმეს ისე ხატავენ, თითქოს დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვართ – იმას კი აღარ კითხულობენ, ქვეკონტრაქტორები, მათი თანამშრომლები თუ ასრულებდნენ საქმეს ჯეროვნად? ის ადამიანები, ვისაც დოპინგ-ტესტების აღება ევალებოდათ, ხომ პირდაპირ მათი დაქირავებული თანამშრომლები იყვნენ – მოვალეობა კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინათ, ასეთი რაღაცის გაკეთებას ვინ გაბედავდა?!

არც უარყოფენ, რომ დანაშაული მათი თანამშრომლების მხრიდანაც იყო, მაგრამ… შენი შარდი სხვისთვის მაინც არ უნდა გაგეტანებინაო. დამნაშავე ვარ და უნდა დავსჯილიყავი კიდეც, მაგრამ სასჯელი ხომ დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს?! მე რომ ანტისადოპინგო სააგენტოს თანამშრომლების მოსატყუებლად რაიმე სახის მაქინაციები ჩამეტარებინა, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჩემი დანაშაული ის არის, რომ გასაჭირში მყოფ მეგობარს მისი მოტანილი სინჯარით ჩემი შარდი გავატანე. წუთითაც არ მქონია განცდა – რაღაც დავაშავე და ვაიმე, ვინმემ არ გაიგოს-მეთქი. ასეთი განცდა რომ მქონოდა, არც გავაკეთებდი. სააგენტოს წარმომადგენლებმა პირდაპირ მითხრეს: ვიცით, რომ “არანაირი ინტერესი არ გქონია და ამ ამბავში შემთხვევით ხარ მოყოლილი, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ – დარღვევა არსებობს და რეაგირება უნდა მოჰყვესო.

– ცხადია, კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს, მაგრამ – დანაშაულის შესაბამისად! შენს შემთხვევაში კი ისე გამოვიდა, რომ ადეკვატურად კი არა, სამაგალითოდ დაგსაჯეს.

– ასეთი სასჯელი იმის ბრალია, განაჩენის გასაჩივრება რომ გავბედე! პირველად გადაწყვეტილებას – ექვსწლიან სასჯელს რომ დავთანხმებოდი, მინიმუმ ერთ წელს დააკლებდნენ და ხუთს “მაკმარებდნენ”, მაგრამ გასაჩივრების დროს მოსამართლე ცინიკურად იქცეოდა, იცინოდა და არც თავის გამართლების შესაძლებლობას მაძლევდა. მოსამართლე “მსოფლიო რაგბის” წარმოადგენდა და გამართლების ილუზია არ მქონია, ფაქტობრივად, “სპექტაკლის” მონაწილეები ვიყავით – მათივე განაჩენი “რაგბის მსოფლიო კავშირში” გავასაჩივრეთ. კი ბატონო, იურიდიულად დამნაშავე ვარ. მხოლოდ კანონებით რომ შეხედო, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მეკუთვნის, მაგრამ თუ სამართალი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი არსებობს, ადამიანი-მოსამართლე რაღაში გვჭირდება?! “ხელოვნურ ინტელექტს” მივანდოთ განაჩენის გამოტანა, ყველა კანონის ნებისმიერი წვრილმანი “ეცოდინება” და მერწმუნეთ – არც ერთ შეცდომას არ დაუშვებს! ჩემი შეხედულებით, მოსამართლე იმიტომ არის ადამიანი, რომ კანონის მუხლების გარდა, მორალური მხარე, საბაბი, ყველა გარემოება გაითვალისწინოს და საბოლოო ვერდიქტი შესაბამისად გამოიტანოს.

– რა რეაქცია გქონდა, როცა პირველად გაიგე, რომ შარდის ნიმუშების გაცვლას გედავებოდნენ?

– ვისაც ამ თემასთან დაკავშირებული ჩემი პირველი ინტერვიუ (“სეტანტა სპორტს ჯორჯია”, 2025 წლის ნოემბერი) არ უნახავს, ვურჩევ – ნახოს და მერე გადაწყვიტოს, რა მასშტაბის “ბოროტმოქმედი” ვარ. ადამიანური შეცდომა დავუშვი – დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი მაშინ ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანს, ვერ დავაღალატე და… ბოლოს ეს ყველაფერი კარიერის დასრულებად დამიჯდა. რაც შეეხება შენს კითხვას – რაღაც შეცდომაა, მე და დოპინგი-მეთქი?! (რომელ დოპინგზეა ლაპარაკი – “კოკა-კოლასაც” კი არ ვსვამდი ხოლმე – დისკვალიფიკაციის შემდეგ დავიწყე “ზერო კოლას” დალევა), მაგრამ როცა “შარდის გაცვლა” ახსენეს, მაშინ გამახსენდა ორი წლის წინანდელი ამბავი და გავაცნობიერე, რომ შარში ვიყავი… ოღონდ ასეთ სასჯელს მაინც ვერ წარმოვიდგენდი.

– რას ფიქრობ – პირველ რიგში ვინ დააღალატე ამ გაუცნობიერებელი ნაბიჯით?

– რაგბი… და ყველაზე მეტად, სწორედ ეს განვიცადე. მიდი და ამტკიცე, რომ აკრძალულ პრეპარატებთან არასდროს გქონია შეხება, როცა მედიასა თუ სოციალურ ქსელში ყოველ წამს გხვდება სათაური: “ეროვნული ნაკრების კაპიტანი დოპინგ-სკანდალის გამო დასაჯეს”. სამწუხაროა, რომ იმ კატეგორიის ადამიანები, ვისაც მხოლოდ ნეგატივი იზიდავს, არ არკვევენ, რა მოხდა სინამდვილეში. რაგბიში ჩაუხედავი ხალხი იმასაც კი იფიქრებს – აი, თურმე რის ხარჯზე ამარცხებდნენ გაცილებით ძლიერ მეტოქეებსო. ზოგიერთმა ისიც დაწერა – შარიქაძეს ტიტულები ჩამოვართვათო: “ჩამორთმეული” არ მაქვს?! ისეთი რაღაცების გარეშე დავრჩი ცხოვრებაში, არც ერთ ტიტულად და ჯილდოდ რომ არ მიღირს… ამ ამბავში განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ისიც არის, რომ როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ორგანიზმში იმ ნივთიერების აღმოჩენა, რისთვისაც თავიანთი შარდის ჩაბარებას თავი აარიდეს და ჩემი ბიოლოგიური მასალით ჩაანაცვლეს, თურმე არც ისჯება…

– ორი წლის განმავლობაში, WADA-ს მოთხოვნით ამ თემაზე არ გილაპარაკია – ბოლომდე გქონდა იმედი, რომ დისკვალიფიკაცია დარღვევის ადეკვატური იქნებოდა?

– ამ დროის განმავლობაში, ლამის “მიმალვაში” ვიყავი – გარეთ არ გავდიოდი, კომენტარი არ გამიკეთებია და მაგრად “დამიფასეს” – სასჯელის გამოტანისას ეს არავის გაუთვალისწინებია. იურისტებისგან რამდენჯერმე მივიღე რჩევა – სიმართლე არ თქვა, არ აღიარო, რაც მოხდაო. ანტისადოპინგო სააგენტომ უკვე დეტალურად იცოდა, რაც მოხდა, მაგრამ ესეც რომ არა, ტყუილის თქმას და რაღაცების მოგონებას მაინც ვერ ვიკადრებდი. მეტიც, ალალად მეგონა, რომ ჩემს გულწრფელობას ვინმე გაითვალისწინებდა… მათთან რომ მეთანამშრომლა და ჯაშუშობაზე დავთანხმებულიყავი, ახლა ყველა ბრალდება მოხსნილი მექნებოდა! დამნაშავე ხარ, მაგრამ თუ ჩემს სასარგებლოდ იმუშავებ და ვიღაცებზე ინფორმაციებს მომაწვდი, დამნაშავე აღარ იქნები! ასეთი საქციელის ფასად ან რაგბი რაღად მინდა, ანდა ცხოვრება?!

წაიკითხე ვრცლად

მერაბ შარიქაძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15 სექტემბერი, 2026

შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

პროკურორი - ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვთ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

9:18; 15.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

9:14; 15.09.2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

9:12; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო