ჯეიმს ფრანკო 2018 წლის იანვარში არაერთმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და თითქმის 4 წლის შემდეგ მსახიობი ამ ბრალდებებს საჯაროდ გამოეხმაურა და აღიარა, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა ჰქონდა.
ჯეიმს ფრანკომ აღიარა, რომ მას სტუდენტებთან სექსი ჰქონდა, აღნიშნა ისიც, რომ “სექსზე დამოკიდებულების” პრობლემები აქვს და ახლა თავისი ქცევების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.
მსახიობმა განაცხადა: “ჩემს სტუდენტებთან სექსი მქონდა, რაც არასწორი იყო”.
2019 წელს ჯეიმს ფრანკოს სასამართლოშიც უჩივლეს, რადგან სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ თაღლითობის მსხვერპლები იყვნენ, როცა ფულს სამსახიობო განათლებაში იხდიდნენ, ჯეიმს ფრანკო კი თავის ძალაუფლებას არაკეთილსინდისიერად იყენებდა.
ჯეიმს ფრანკო დათანხმდა, რომ მათთვის ჯამში სულ ზიანის ასანაზღაურებლად $2,2 მილიონი გადაეხადა.
[sexy_author_bio]