რამდენიმე დღის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მსახიობ ბენ აფლეკზე დაინიშნა.
ლოპესმა და აფლეკმა ურთიერთობა 2002 წლის ივლისში დაიწყეს და იმავე წლის ნოემბერში დაინიშნნენ. ქორწილი ცერემონიამდე რამდენი დღით ადრე გადაიდო, ცოტა ხნის შემდეგ კი ნიშნობა გაუქმდა და წყვილი დაშორდა.
ჯენიფერ ლოპესი 2004 წელს მარკ ენტონიზე დაქორწინდა, რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს. ჯენიფერი და ენტონი 2014 განქორწინდნენ. ბენ აფლეკი კი მსახიობ ჯენიფერ გარნერზე 13 წელი იყო დაქორწინებული, მაგრამ 2018 წელს დაშორდა. გარნერსა და ბენ აფლეკს სამი შვილი ჰყავთ.
ახლა ჯენიფერი და ბენ აფლეკი ისევ ერთად არიან.
ავტორი