And Then We Danced-ის მსახიობი, ლევან გელბახიანი, მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.
ფილმის ფესტივალს “Listapad” ქვია და ის ბელარუსში ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 150-მდე ფილმი იღებდა.
ეს არ არის ლევან გელბახიანისთვის პირველი წარმატება, რომელიც მას ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ხვდა – მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა.
ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.
ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.