,,უნდა გაგრძელდეს აშშ-ისა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი“, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ინფორმაციას whitehouse.gov ავრცელებს
როგორც თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღორძინების მზაობა.
„დღეს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უმცროსმა მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს დაგეგმილ სამიტში. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღორძინების შესახებ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძლიერი ევროკავშირი აშშ-ის ინტერესებშია. მან ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობას. მან ასევე ისაუბრა საერთო გამოწვევებზე მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე, როგორიცაა COVID-19-თან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და იმის უზრუნველყოფა, რომ დემოკრატიებმა და არა ავტოკრატიებმა დაადგინონ წესები. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საერთო საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი“, _ წერია თეთრი სახლის განცხადებაში.