ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში არ ჩაერევიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში. აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს ამერიკული ძალის სრული შემადგენლობით“, – განაცხადა ბაიდენმა
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ალიანსის წევრ ქვეყნებს საერთო პოზიციები აქვთ.