„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, წალენჯიხის ქალაქ ჯვარში ავარიის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის კლინიკაში გადაიყვანა.
წყაროს ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

































































