ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დამტკიცდა.
„ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს თითქმის 200 ჩრდილოვანი ფლოტის გემს. ახალი ზომები ასევე ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. დამატებითი სანქციები მზადდება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი“,_ წერს კალასი.