“მე პატივს ვცემ ზაზა სარალიძის შვილისა და ჩემი გარდაცვლილი ძმის ხსოვნას.
ამ თემაზე კომეტარს არ გავაკეთებ,” _ ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის კომენტარს.
კახა კალაძეს ტელეკომპანია იმედის ეთერში ამ თემაზე საუბრის დროს ხმა აუკანკალდა და ემოციების დამალვა გაუჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ კახი კალაძეს ძმის მკვლელობაში დაადანაშაულა:
“კალაძეს არ რცხვენია, ოთხი შვილის მამა ყოფილა მით უმეტეს? თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილები?
მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა”, _ განაცხადა სარალიძემ, რომელზეც, როგორც უკვე აღვნიშნეთ კალაძემ გარდაცვილების პატივისცემის გამო კომენტარი არ გააკეთა.