საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საბანკო დავალიანების გამო შავ სიაში მყოფ პირებს ვალები ჩამოეწერებათ, ამომრჩევლის მოსყიდვად არ მიიჩნევენ.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის რომან კაკულიას განცხადებით, ეს ისეთივე სტანდარტული დაპირებაა, როგორც პენსიების ან ხელფასების მომატება და ამიტომ ამომრჩევლის მოსყიდვადაც ვერ ჩაითვლება.
„ფაქტი არის ისეთივე ტიპის დაპირება, როგორიც პენსიების ზრდის მიმართ, ხელფასების ზრდის მიმართ და სხვა ტიპის ვალდებულებების მიმართ, რომელსაც მთავრობა აპირებს რომ მოაგვაროს.
გასაგებია რომ ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ფონდი შემოდის ერთ-ერთ მოთამაშედ და ეს გარკვეულ არასტანდარტულ სიტუაციას ქმნის, მაგრამ ეს განსაჯოს საზოგადოებამ. ახლა არ გვაქვს დემოკრატიის ის სტანდარტი ქვეყანაში,რ ომ ოქროს სასწორზე ავწონოთ სამწუხაროდ ყველა გადაწყვეტილება.
ღმერთმა ქნას, რომ ეს მხოლოდ მაქსიმუმი ყოფილიყოს დემოკრატიის სტანდარტისგან გადახვევის, რაც ამ ქვეყანაში არის და იქნება სამომავლოდ, ჩემი აზრით ამას საზოგადოება გაიგებს,“-აცხადებს რომან კაკულია.
კაკულიას ასევე აქვს ინიციატივა, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტებზე სასჯელი გამკაცრდეს. დეპუტატის განცხადებით, ეს დანაშაული 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით დასჯადი უნდა გახდეს.
rustavi2.ge