“15 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება.
ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”,_ ამ განცხადებით ეხმაურება ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წლისთავს.
კალასი ამ განცხადებას ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.