ცოტა ხნის წინ რამდენიმე ევროპულმა სოციოლოგიურმა სააგენტომ ქალბატონები გამოკითხა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტერეოტიპი, თითქოს ქალბატონებს წარმატებულ მამაკაცებში მათი ფული იზიდავთ, გარკვეულ კორექტორებას საჭიროებს.
აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ქალბატონებს, შეძლებულ მამაკაცებში ფულზე მეტად, მათი გავლენა, ინტელექტი და ცნობადობა უფრო მოსწონთ.
ქალების უმრავლესობამ აღიარა, რომ ასეთი მამაკაცების გვერდით ყოფნა ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, რაც მათ საკუთარი თავის რწმენასაც მატებს.
გამოკითხვაში მონაწილეობა 20-დან 50 წლამდე, 2 500-მა ქალბატონმა მიიღო.