ავიღოთ 500 გრამი კალმახი, გავრეცხოთ, დავჭრათ, გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და დავასხათ ასე მომზადებული მარინადი: 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, სამი კბილი დანაყილი ნიორი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, კარგად შერეული ერთმანეთში. ამ სითხეში ჩაწყობილი კალმახის ფილე საათნახევრით შევდგათ მაცივარში.
შემდეგ გამოვიღოთ და ორივე მხრიდან ზეთში შევწვათ. ჩავაწყოთ თავსახურიან ჯამში, იყოს თბილად.
ცალკე ოთხი-ხუთი ცალი პომიდორი და ორი ცალი თესლგამოცლილი ბულგარული წიწაკა დავჭრათ უფრო სიგრძივად. მოვშუშოთ ზეთში, ვუყოთ ცოტა მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი და კამა მოვაყაროთ. გადავიტანოთ ფართო, ოდნავ ღრმა თეფშზე და ირგვლივ შემოვუწყოთ კალმახის სტეიკი. მიირთვით გაგრილებული.