„გრემის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პოპულარული ამერიკელი მომღერალი კანიე უესტი 2022 წლის დაჯილდოებაზე სიმღერებს ვეღარ შეასრულებს. ამ აკრძალვის მიზეზი ონლაინსივრცეში მომღერლის ბოლოდროინდელი ქცევა დასახელდა.
ცოტა ხნის წინ კანიე უესტმა გადაცემა „The Daily Show“-ს წამყვან ტრევორ ნოას შესახებ სოციალურ ქსელში რასისტული პოსტი განათავსა. ამ გამოხდომის გამო კანიე უესტი „ინსტრაგრამზე“ ოცდაოთხი საათი დაბლოკილი გახლდათ.
კანიე უესტი ტრევორ ნოას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც წამყვანი ვესტისა და კიმ კარდაშიანის დაშორებას გამოეხმაურა. ნოამ აღნიშნა, რომ კანიე უესტი კიმ კარდაშიანს დღემდე ავიწროებს. ამაზე პასუხად კანიემ თავის ინსტაგრამზე წამყვანი, რომელიც აფრიკული წარმომავლობისაა, რასისტული ტერმინით მოიხსენია.
საინტერესოა, რომ მომღერალი 2022 წლის „გრემის“ საზეიმო ცერემონიალზე ერთბაშად ხუთ ნომინაციაშია წარდგენილი.
„გრემის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილება არ ეხება მომღერლის ნომინაციებს და ის კონკურსში ჩვეულებრივ მიიღებს მონაწილეობას.