საწვავის გაძვირება აისახა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. დღეს უკვე ხიდისთავი-ჩოხატაურის სამარშტუტო ტაქსში მგზავრებს 80 თეთრის ნაცვლად 1 ლარის გადახდა მოუწიათ.
მძღოლები ამბობენ, რომ ფასის ზრდას თავს ვერ აარიდებდნენ, რადგან დღის განმავლობაში 70-80 ლარის მარტო საწვავი სჭირდებათ და თუ ფასს არ მოუმატებენ, გაჩერება მოუწევთ.
ფასის ზრდას საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა.
“ყველაფერს აძვიერებენ. მგზავრობაც გააძვირეს, ხელფასებს არ გვიზრდიან. ეს გაზრდილი გადასახადი რით უნდა ვიხადოთ? თითქოს დღეში 20 თეთრი არაფერია, მაგრამ, აბა, თვეში იანგარიშეთ. 80 თეთრი რომ გახდა, იმის გადახდაც გვიჭირს უმუშევარ ადამიანებს.”_ ამბობენ მგზავრები.