https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კანონი, რომელიც ხელს გვიშლის ევროკავშირში გაწევრიანებაში, როგორ შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?!”

11:33; 24.07.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ერთ დროს “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” და ახლა კი ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი “პროგრესის სახლი”  თითქმის 31 წელია არსებობს. მისი საქმიანობა ადგილობრივი საზოგადოებისთვის ძალიან ბევრ საინტერესო ინიციატივასა და პროცესს მოიცავს.

დღევანდელ ინტერვიუში “პროგრესის სახლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან მჟავანაძე მოგვიყვება რა გზა განვლო მესამე სექტორში საქმიანობის პერიოდში და რა შეიცვლება “რუსული კანონის” ამუშავების შემდგომ ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ლევან მჟავანაძის შრომითი გზა მესამე სექტორიდან იწყება _ იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და შემდეგ კი ისევ დაბრუნდა არასამთავრობო ორგანიზაციაში. მუშაობდა ეროვნული გამოცდების ცენტრის გურიის კურატორად.

  _ ბატონო ლევან, პირველ რიგში გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ოზურგეთში?

_ საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის პროცესი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდისათვის ჩვენი ქვეყანა ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა; შესაბამისად, ჩნდებოდნენ იდეალისტები, რომლებსაც არ უნდოდათ არსებულ რეალობასთან შეგუება… სწორედ ასეთი იდეალისტები ვიყავით ჩვენც.

პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ოზურგეთში _ “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”, 1993 წელს შეიქმნა ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის რამდენიმე ასპირანტის მიერ. ამ პერიოდისთვის, კომპიუტერი სიახლეს წარმოადგენდა და ჩვენი ინტერესი ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება და პოპულარიზაცია იყო.  მიგვაჩნდა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობდა არსებული სოციალური, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. თავდაპირველად, ჩვენი მიზანი იყო სწავლების (ტრენინგების) გზით, საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა.

1995 წელს, ევრაზიის ფონდის პირველი გრანტი მოვიპოვეთ და ნელ-ნელა ჩვენი მიზნის გახორციელება დავიწყეთ, დავაფუძნეთ  “ახალი ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი”, სადაც, წლების განმავლობაში, უამრავი ადამიანი ითვისებდა კომპიუტერების გამოყენებას. ორგანიზაცია თანდათან ძლიერდებოდა; ფაქტობრივად, კადრების გენერატორად ვიქეცით,  მალე ერთგვარი რესურსცენტრის ფუნქცია შევიძინეთ და სხვებსაც ვეხმარებოდით ახალი სამოქალაქო ორგანიზაციების შექმნის მხრივაც.

_ გჯეროდათ 90-იან წლებში, რომ ეს იქნებოდა საქმე, რომელიც ათასობით ადამიანისთვის არსებობის, კარიერის, პროფესიის მოძიების წყარო იქნებოდა?

_ იმ დროს რაიმეს შესახებ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთული იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, 90-იან წლებში საქართველო განიცდიდა სერიოზულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს. ამ პერიოდში, ქვეყანა, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობდა, ვსწავლობდით ჩვენც, და როგორც ყველა იდეალისტს, მიგვაჩნდა, რომ ჩვენი და ჩვენნაირი ორგანიზაციების საქმიანობა აუცილებლად დაეხმარებოდა ათასობით ადამიანს პოზიტიურად შეეცვალა გარემო.

მაშინ, არასტაბილურობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გამოწვევებით იყო სავსე. თუმცა, მიმაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ მათი საქმიანობა გახდა მრავალი ადამიანის დახმარების მნიშვნელოვანი წყარო.

_ არასამთავრობო ორგანიზაციიდან რაღაც პერიოდით წამოხვედით და იყავით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ამ წლებზე რას გვეტყოდით?

_ 2006 წელს გავხდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. საკრებულოს წევრად ყოფნა ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და ჩემი წვლილი შემეტანა არსებული საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების კუთხით.

საკრებულოს აჩენდა ახალ შესაძლებლობებს პირდაპირ კომუნიკაცია დამემყარებინა მოსახლეობასთან, გამეგო მათი პრობლემები და საჭიროებები. ეს პროცესი მეხმარებოდა უკეთ გამეგო, რა მიმართულებით უნდა წარმართულიყო ინიციატივები და გადაწყვეტილებები.

 წლებში საკრებულოში ჩემი საქმიანობიდან მინდა 3 მთავარი მიღწევა გამოვყო:

_ შევძელი პირველად ოზურგეთის თვითმმართველობის ისტორიაში მოსახლეობის ფართო ჩართულობით მოგვემზადებინა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა”;

_ დამუშავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროექტი, რომელიც  მიზნად ისახავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარებას, გარემოს დაცვას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას;

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის შექმნა, რომელიც მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.

რა თქმა უნდა, არსებობდა გამოწვევები და სირთულეები: თვითმმართველობას უჭირდა ე.წ. “ცენტრიდან” დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება (თითქმის 20 წელი გავიდა და ფაქტობრივად, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა); მაშინ, როგორც ახლა, შეუძლებელი იყო მტკიცებულებების და არგუმენტების მიუხედავად, ჯანსაღი დებატები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებს შორის; რთული იყო სექტორული თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა მხარეებთან (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივ მოსახლეობა); მაშინ, როგორც ახლა, თვითმმართველობა არ იყო ფისკალურად დამოუკიდებელი, ქონება არ იყო გამიჯნული და თვითმმართველობისთვის ქონების გადმოცემის პროცესი საკმაოდ შეფერხებით (ნელა) მიმდინარეობდა. ფაქტობრივად ახლაც იგივეა, თუმცა თითქმის 20 წელი გავიდა. არსებობდა ბევრი სხვა პრობლემაც.

საერთო ჯამში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის პერიოდი იყო დრო, როდესაც შევძელი დამეგროვებინა გამოცდილება. გავიცანი მრავალი საინტერესო ადამიანი. ეს პერიოდი დამეხმარა, უკეთ გამეაზრებინა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპები და გამევითარებინა საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობის უნარები, რაც, სამოქალაქო სექტორში უკან დაბრუნებისას, ძალიან გამომადგა.

_ გვიამბეთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მესამე სექტორში დაბრუნებულმა, თქვენი აზრით, წარმატებით განახორციელეთ…

_ საკრებულოდან არასამთავრობო სექტორში დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემთვის. “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” ქალბატონ მარინა თოფურიას ხელმძღვანელობით არაჩვეულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც გურიაში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა. აღნიშნული პროექტები პირდაპირ გავლენას ახდენდა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებაზე და საჭიროებებზე. სწორედ ამ ორგანიზაციას შევუერთდი 2008 წელს, სადაც, 2015 წლამდე, სკოლების დემოკრატიზაციის კომპონენტს ვხელმძღვანელობდი. და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით; კერძოდ, ვეხმარებოდით საჯარო სკოლებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის პროცესებში, ვუტარებდით სხვადასხვა ტრენინგებს, ვეხმარებოდით ფონდების მოძიებაში და ა. შ.

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”  2015 წელს დავტოვე და უკან დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ ორგანიზაციას _ “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბს”, სადაც დღემდე ვმუშაობ.

2015 წლიდან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავახორციელეთ, მაგრამ მინდა რამდენიმე პროექტი განსაკუთრებულად გამოვყო _ მჯერა, მათ მნიშვნელოვნად გააძლიერეს ადგილობრივი საზოგადოება და ხელი შეუწყვეს მის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით:

_ გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მომზადება და გურიის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;

_ გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტი;

_ ახალი ტექნოლოგიების სწავლების ცენტრი – ათასობით ადამიანი გადავამზადეთ.

_ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტურიზმის განვითარების საგრანტე პროგრამების გახორციელება 2018-2019 წლებში _ საგრანტო ფონდი 80 ათასი ევრო (დაფინანსდა 36 პროექტი);

_ გაეროს მიერ დაფინანსებული ტურიზმის განვითარების საგრანტო პროგრამების გახორციელება 2020 წელს – საგრანტე ფონდი 126 ათასი ლარი (დაფინანსდა 29 პროექტი);

_ wwf-ის მიერ დაფინანსებული გურიის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში შემავალი თემების სოციო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის საგრანტე პროგრამები 2022 წელს – საგრანტო ფონდი 45 ათასი ევრო (დაფინანსდა 25 პროექტი);

_ პოლონეთის “სოლიდარობის ფონდთან” პარტნიორობით, პროექტის “ფონდების მოძიების აკადემიის” გახორციელება, 2021-2023 წლებში; პროექტის  ფარგლებში, 10-მდე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები გადავამზადეთ ფონდების მოძიების კუთხით.  ჩვენი დახმარებით, მათ 20-მდე პროექტი მოამზადეს, რომელთაგან 10 დაფინანსდა და ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად ევროკავშირმა რამდენიმე მილიონ ლარზე მეტი გამოყო;

_ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის _ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ”, საგრანტო პროგრამების გახორციელება 2024 წელს – საგრანტე ფონდი 110 ათასი ლარი (დაფინანსდა 25 პროექტი).

_ რა გველოდება წინ? არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, რადგან “რუსული კანონი” საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ცხადია, მესამე სექტორის და მედიის დიდი ნაწილი შეურაცხმყოფელ “აგენტად” დარეგისტრირებას არ აპირებს…

_ “რუსული კანონი”, როგორც ხშირად უწოდებენ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, არის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობას, გარკვეულწილად, ზღუდავს. კანონი ავალდებულებს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ე.წ. “უცხო ძალის გავლენის გამტარ” ორგანიზაციად დარეგისტრირდეს, თუ ისინი უცხოური დაფინანსების მიღებით საქმიანობენ. კანონი არ ასხვავებს დაფინანსების წყარო მეგობარი ქვეყნებიდან (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები) თუ მტრული ქვეყნიდან (რუსეთი) მოდის. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს, და სწორედ ამ კანონის მიღებას უკავშირდება რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის განადგურება, რამაც რუსეთი დიქტატურამდე მიიყვანა.

საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის დამტკიცებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ორგანიზაციები, რომლებიც დარეგისტრირებას არ აპირებენ, შეიძლება მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ, მათ შორის _ ფინანსური და სამართლებრივი პრობლემების.

ეს საკითხი იწვევს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას და შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან, შესაძლოა დაკარგონ დაფინანსება ან ხარვეზები შეექმნათ, რაც მათ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.

იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ შეძლონ გამოწვევებთან გამკლავება, მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა და მხარდაჭერა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონეზე. ასევე, აუცილებელია კანონის სამართლებრივი ანალიზი და შესაძლო ალტერნატივების შემუშავება, რათა დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესის უწყვეტობა.

_ ერთ-ერთ შეხვედრაზე საზოგადოებას გაუზიარეთ, თუ რას ფიქრობს ხელოვნური ინტელექტი “რუსულ კანონზე”…

_ ხელოვნურმა ინტელექტმა შეაფასა ყველა ის რისკი, რაც აღნიშნული კანონის მიღებას მოჰყვა.  თუმცა, ხელოვნური ინტელექტის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ: კანონი, რომელიც ხელს გვიშლის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ვიზალიბერალიზაციას, როგორ შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?!

საქართველოს მთავრობა არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის თანახმად, “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

ლევან მჟავანაძე
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მერს _ 7 200 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს _ 6 500 ლარი

11:38; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ზოგს ლანჩხუთის ცენტრი მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლანჩხუთი მარტო ცენტრი არაა

11:34; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა

10:14; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21 იანვარი, 2026

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Ads მენეჯერის ბიზნესკურსი დაემატა

"სოფლებში ისეთი გზებია, რომ მანქანით კი არა, ფეხითაც უჭირს მოსახლეობას მოძრაობა"

ყველა სიახლე

სამართალი

სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

12:36; 22.01.2026
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

12:19; 22.01.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

11:50; 22.01.2026
საზოგადოება

მერს _ 7 200 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს _ 6 500 ლარი

11:38; 22.01.2026
საზოგადოება

ზოგს ლანჩხუთის ცენტრი მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლანჩხუთი მარტო ცენტრი არაა

11:34; 22.01.2026
სამართალი

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა _ შსს

10:44; 22.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
ზაფრანი

ვინ არ გიღალატებს არასდროს 

10:30; 22.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების (ქალები) რეიტინგი საუკეთესოებიდან უარესებისკენ

10:28; 22.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები

10:26; 22.01.2026
ზაფრანი

რომელი ხე ხართ

10:25; 22.01.2026
პოლიტიკა

„ამ მთავრობაში ტურიზმი და ავიაცია ერთმანეთში ეშლებათ – მეზობლები ვითარდებიან და ჩვენ „ვბუქსაობთ“, მხოლოდ პარკირების ფუნქცია გვაქვს“- კოდუა

10:17; 22.01.2026
საზოგადოება

ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა

10:14; 22.01.2026
სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო