“უფლებები საქართველო” ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ჩაერთო და ექსპერტ-კარტოგრაფის ნატალია ილიჩოვას ინტერესებს დაიცავს, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ივერი მელაშვილთან ერთად, ბრალი 2005-2007 წლებში მეზობელი ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ჩადენაში ედება.
ნატალია ილიჩოვა, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, „უფლებები საქართველოს” ადვოკატმა გიორგი მახარაძემ 13 ოქტომბერს პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
საქართველოს პროკურატურამ ექსპერტ-კარტოგრაფების ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.