„ქართული ოცნების“ წევრები ხვალ პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი, თუმცა საბჭოს შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, პოლიტსაჭოს ახალი წევრები იქნებიან: კახა კუჭავა, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ეკატერინე ტიკარაძე და ნიკოლოზ სამხარაძე.