“ის ადამიანები ვინც დაასახელეს დღეს ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წარმოამდგენლებმა, არ არიან პარტია ქართული ოცნების წევრები”, _ ასე გამოეხმაურნენ ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბში გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” 17 წევრმა დატოვა.
როგორც ზუგდიდის ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე თამუნა ჯიქია განმარტავს, ისინი იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები და ბოლო რამდენიმე არჩევნებია არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ ოცნებასთან.
“ეს არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ის პარტიაა, რომლის წევრებმაც ბოლო ორი წელი არ იცოდნენ ევროპული საქართველოს წევრები იყვნენ თუ ნაციონალური მოძრაობის,“-განაცხადა ჯიქიამ.