https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ქართველებო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც საბუთს რამენაირად აუცილებლად გააკეთებთ!”

9:06; 4.06.2020
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ორიოდ დღის უკან ჯგუფში კითხვარი დავდე. მაინტერესებდა, რას განიცდიან ემიგრანტები, რა პრობლემების დაძლევა უწევთ? რატომ გადაწყვიტეს ემიგრაციაში წასვლა და ა. შ. შემდგომში პატარა ანალიტიკური წერილის მომზადებას ვაპირებ.

პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთო ბედ-იღბალის და სევდის მქონე გმირი ქართველი ქალების, დედების, დების, შვილების, ცოლების წერილებმა ძალა და გამბედაობა შემმატა! ამდენი ძლიერი ქალი, დაძლეული თუ ჯერ კიდევ გადასალახი პრობლემების წინაშე მდგარი ქართველი ქალები, თანამედროვე საქართველოს ისტორიას წერს, იმ საქართველოს, რომელმაც ქალები ომში გაუშვა!“ _ წერს სოციალურ ქსელში ემიგრანტი და ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ფეისბუქში.

ის ასევე ავრცელებს ერთ-ერთი ემიგრანტის  Laura Emrashvili წერილს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

ლაურა ემრაშვილი: “დღეს რატომღაც, ძალიან მინდა მოგიყვეთ ცოტაოდენი რამ ჩვენი ემიგრანტული, დაუწერელი კანონებით სავსე ცხოვრებიდან!!!

თითქმის ყველას ერთნაირი გზა გვაქვს გავლილი..

სამხრეთი იტალია. 2011 წელია….. მე რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ იტალიაში, უენო, უსაბუთო, როგორც აქ ეძახიან. ვცხოვრობ ქართველებთან ერთ დიდ ოთახში. არ უნდა შემეშალოს ოჯახის წესები (ეს ყველა ოჯახში, ალბათ, განსხვავებულია, მაგრამ მთლიანობაში ერთნაირია )… ოჯახის დიასახლისი გვირჩევს ვისწავლოთ ენა, ვუყუროთ დიდხანს ტელევიზორს, (ვუყურებ, ვუსმენ მაგრამ არ მესმის არაფერი, ვერ ვსწავლობ, ვნერვიულობ, ხან ვფიქრობ, ალბათ, ვერასდროს ვისწავლი)…

… 3-თვიანი უმუშევრობის შემდეგ, ერთმა ახალგაზრდა გოგომ (მან უზომოდ შემაყვარა თუშები), მომიძებნა სამსახური _ ლოგინში მწოლიარე 70 წლის ქალბატონი და მისი 32 წლის შვილი…

დაიწყო, საშინელების (უძილობის, ტირილის, სინანულის) პირველი დღეები, კვირეები თვეები… დედა-შვილი ერთობოდნენ ჩემს უენობაზე, დამფრთხალ მოძრაობებზე…

2 თვეში გამოცხადდა კანონი საბუთის შესახებ, მაგრამ ჩემს გარდა არავის აინტერესებს… ვთხოვ ქალბატონს დახმარებას, მპასუხობს: მე ლოგინში ვარ, ვერ დაგეხმარებიო. ვთხოვ მის უწიგნურ შვილს, პასუხი ასეთია: მე არ მაწუხებს შენი უსაბუთობა, არც დრო მაქვს. ვმუშაობ, ვიღლები და ძალიან ვწუხვარ, არ შემიძლიაო (წერილების დამტარებელი, ფოსტალიონი იყო)…

ამ დროს კარგ ოჯახებში მომუშავე ქართველები სათითაოდ მიყვებიან, რომ მათი “პატრონები* უკვე ამზადებენ ყველაფერს, რომ მათ ეს პრობლემა მოხსნილი აქვთ, თან ეს საბუთის გამოსვლის ბოლო შემთხვევაა იტალიაში და ასე შემდეგ… მოკლედ, სულით ავადმყოფი გამხადეს, ყველამ ერთად… იმედი არ მაქვს არაფრის, ვდარდობ, არ მძინავს ღამეები, ფიქრში და ტირილში ვატარებ დღეებს.

ამ დროს ერთმა უკვე საბუთიანმა ქართველმა ქალბატონმა მითხრა: მე გაგაცნობ ჩემი პირველი სამსახურის, ბებიას შვილს. მე ვერ ვთხოვ ვერაფერს შენზე, თვითონ დაელაპარაკე, მოუყევი, რაც გინდა. კომუნაში მუშაობს და იქნებ დაგეხმაროსო… ვერ ვიტყვი, რა გრძნობა იყო ეს, მიკვირს, როგორ არ მოვკვდი სიხარულით

გავიცანი ის ბატონი, საოცრად კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ ჩემი, “აქა-იქა” იტალიურით ვერ ვაგებინებ რა მინდა: ვუხსენებ ლეგგე- ს( კანონს) და პერმესსო (ნებართვა) ტი პრეგო (შენ გთხოვ)…

ის კი გაოცებულ სახით მეკითხებოდა, რა ნებართვა მინდოდა კანონით…. ძლივს მიხვდა…

ახლაც მრცხვენია, რომ მახსენდება, როგორ ველაპარაკებოდი იტალიურად. ასე მითხრა: მე არ ვიცი ამ კანონის შესახებ არაფერი, დამიტოვე შენი ტელეფონის ნომერი და დაგირეკავო…

2 დღე და ღამე სულ ხელში მეჭირა ტელეფონი… დარეკა, მომთხოვა დოკუმენტი… მივედი სირბილით (2 საათში უნდა მომესწრო) ჩემი პასპორტით. ძლივს გავაგებინე, არ უნდათ ოჯახის წევრებს, რომ გავაკეთო საბუთი, არადა ჩემთვის სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია თქო.. .(ამ სალაპარაკო, გულის ამაჩუყებელ, დიალოგებს, ვწერდი ფურცელზე და მერე ვკითხულობდი…) მოკლედ მთხოვა ქალბატონის ან შვილის ტელეფონის ნომრები.

ქალბატონს ავუხსენი, რომ თქვენთან სურს საუბარი კომუნის თანამშრომელს თქო, რაზეც ძალიან გაბრაზდა, მაგრამ უარი არ მითხრა, მომცა ტელეფონის ნომერი….

დღესაც არ ვიცი, რაზე და როგორ დაელაპარაკა ოჯახს ის დიდებული ადამიანი, ალბათ კანონიერად…

ასე რომ, ჩემო საბუთის მოლოდინში მყოფო ქართველებო, ეცადეთ ტკბილად მოაგვაროთ ოჯახთან სიტუაცია.. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა რეგიონში გვყავს ქართველებს, ჩვენი გულშემატკივარი და უფლებების დამცველი ქართველთა საზოგადოებები, ასევე, შეგიძლიათ ამ საკითხებზე მომუშავე იტალიელებსაც მიმართოთ… დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებთ ამ საბუთის გაკეთებას, რომელიც, მართლაც რომ ფასდაუდებელია… წარმატებები ყველას!

P.S. მე ჩემი ემოციების გადმოცემა წერით არასდროს მიცდია. ბოდიშს გიხდით ყველას არაპროფესიონალის გამო, მაგრამ მინდოდა ჩემი თანადგომა გამომეხატა ყველა იმ ჩვენიანისთვის, ქართველისთვის, ვინც გულის ფანცქალით ელოდება საბუთს!

ქართველებო – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც, საბუთს რამენაირად აუცილებლად გააკეთებთ!!!

დაკარგულ ჯანმრთელობას, ვეღარ დაიბრუნებთ!!!“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26 დეკემბერი, 2025

ოზურგეთში ერთი მოქალაქის დაკავებას შსს პრესსამსახური ადასტურებს

"3%-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან" _ ოხანაშვილი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო