ახალგაზრდა კაცმა 300 ლარის ღირებულების პროდუქტი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. ქურდობა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის კაცი, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შევიდა და მაღაზიიდან პროდუქტი, მომუშავე პერსონალისგან მალულად გაიტანა.
ბრალდებულის ამოცნობა, ვიდეოკამერების საშუალებით მოხდა.
საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: ინფო რუსთავი