კაცმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა გორში, კვერნაქის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი კვერნაქის დასახლებაში, სისხლის გადასხმის სადგურის ყოფილ შენობაში ცხოვრობს.
“ცოლი ახალგაზრდა გოგოა. დაჭრილია და კლინიკაში გადაიყვანეს”, – უთხრეს “მოზაიკას”.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.