ინდოეთში, მდინარე ბრაჰმაპუტრას ადიდების შედეგად კაზირანგის ეროვნულ პარკის 80% დაიტბორა, ხოლო 140-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE HINDU ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კაზირანგის ეროვნულ პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლია.
მაუწყებლის ინფორმაციით, მდინარე ბრაჰმაპუტრა 10 აგვისტოს შემდეგ მეორედ ადიდდა.
გავრცელებული ცნობით, გადარჩენილი ცხოველები ამჟამად ეროვნული გზატკეცილი 37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მაუწყებლის ცნობით, სატყეო დეპარტამენტის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გზატკეცილზე აკრავენ ბანერებს, რომ მძღოლებმა 20-40 კმ/სთ-ის სიჩქარით იმოძრაონ.