ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, საფინანსო სამსახურის უფროსის, პავლე ჭყონიას წარმოდგენილი მოხსენების შემდეგ, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ეხებოდა, საკრებულოს ნაციონალმა წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა კითხვები დასვა:
_ გამეცით პასუხი, თქვენს წარმოდგენილ დოკუმენტში, რაც აქ დაჯღაბნეთ, ირკვევა, რომ ბიუჯეტის საერთო შესრულება -გაქვთ 72%, ანუ ფაქტობრივად 2/3 ბიუჯეტის ვერ აითვისეთ. ინფრასტრუქტურის მიმართულებით შესრულება 60%, ანუ ყოველი მეორე სამუშაო ვერ შეასრულეს. კორუფცია გაქვთ გაჩაღებული. სამაგიეროდ, ხელფასების მხრივ, წარმომადგენლობით ხარჯი შეასრულეთ 92%-ით. ანუ, სამუშაოს ვერ ასრულებთ, მაგრამ ხელფასებს კი იღებთ. ვერც ჯანდაცვის მიმართულებით ვერ შეასრულეთრ ვერაფერი… ეს ხდება იმ მუნიციპალიტეტში, სადაც 62 863 ადამიანი ცხოვრობს და ყოველი მეორე, 30810 ადამიანი ოფიციალურად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის რეგისტრირებული, _ გაცხარებით საუბრობდა ქალბატონი თათია.
მას სიტყვა შეაწყვეტინეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა. ქეთი ხომერიკმა სარკასტულ პასაჟებიც გამოიყენა:
_როგორ არ გრცხვენია, თათია, კორუფციით ნაშოვნი ფულით ფინანსდებით! კეზერაშვილმა ევროპელ პენსიონერებს მოპარა ფული და ახლა თქვენ გაფინანსებთ, რომ აქ იკივლოთ და იწივლოთ. არ გრცხვენია? ხაბეიშვილს მიხედეთ კიდევ, მუხა ვარო, რომ იძახის, რკო არ მოისხას და ღორმა არ შეჭამოს, _ ურჩია ქეთი ხომერიკმა ნიკოლაშვილს.
ავტორი