„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი პარლამენტის ვიცე–სპიკერად აირჩიეს _ სუბარმა ვიცე–სპიკერის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა, _ იუწყება ipn.ge.
პარლამენტის სპიკერატში ასევე წარმოდგენილი არიან: პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი და გიორგი კახიანი.
დღეს “ხალხის ძალამ“ გამოაცხადა, რომ უმრავლესობიდან გადის და “ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადადის.