თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე სათამაშო მაღაზიებს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის შესახებ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
უსაფრთხოების მიზნით ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, პერიმეტრს საპატრულო პოლიცია იცავს.