ხანძარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ცეცხლი ცეცხლი ჩაის ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
ცეცხლის პირველი კერა სოფელ სორმანში გაჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი ხანძარი სოფელ რიონის ტყეშიც გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათი თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე 8 სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.
ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობაც ართულებს.