COVID-19-ით ინფიცირების დაახლოებით 31-69 პროცენტი მთავრება “ხანგრძლივი კოვიდით”, რაც ნიშნავს რომ სიმპტომები, რასაც ზოგჯერ პოსტკოვიდურ სინდრომს უწოდებენ, გრძელდება ოთხი კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში. ეს სიმპტომებია: უკიდურესი დაღლილობა, გემოვნების ან ყნოსვის დაკარგვა. ნევროლოგიური საკითხები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კვლევა, “Cell”-ში, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. კვლევამ გამოავლინა ოთხი პოტენციური ფაქტორი, რომლებიც ზრდის ხანგრძლივი COVID-ის განვითარების ალბათობას. კვლევა ემყარება 200-ზე მეტი პაციენტის ინფორმაციას.
კვლევის მიხედვით განსაზღვრული 4 ფაქტორი კი ასეთია:
დიაბეტი: ტიპი 2, რომელიც ასევე წარმოადგენს მძიმე COVID-19-ის განვითარების რისკფაქტორს.
კორონავირუსის რნმ-ის დონე სისხლში ინფექციის დასაწყისში, რაც მიუთითებს ვირუსულ დატვირთვაზე ან ორგანიზმში ვირუსის რაოდენობაზე.
ზოგიერთი სახის აუტოანტისხეულები. ინფორმაციისთვის, აუტოანტისხეულები არის უჯრედები, რომლებიც ანტიგენების ნაცვლად შეცდომით თავს ესხმიან სხეულს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვან სხეული უცნობი და პოტენციური მავნე ნივთიერებისგან ან უჯრედისგან, აუტოანტისხეულები ასუსტებენ სხეულს კიდევ უფრო ასუსტებენ, როგორც ეს ჩანს ისეთ პირობებში, როგორიცაა წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეაქტივაცია. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) არის ჰერპესის ვირუსის ტიპი და ის ძალზე გავრცელებულია. CDC-ის თანახმად, “ადამიანების უმეტესობა ინფიცირდება EBV-ით”. ზოგიერთ ხანგრძლივ COVID-ის შემთხვევაში, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვირუსი კვლავ აქტიური იყო.
მკვლევარები იმედოვნებენ, ეს ოთხი საწყისი ფაქტორი იძლევა პირველ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ ვუმკურნალოთ და პოტენციურად თავიდან აიცილოთ ხანგრძლივი კორონავირუსი.