ძველ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩოები ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა, რომლებიც იმ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანა. ჩვენი ინფორმაციით, კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს კი სხვადასხვა ტრამვა აღენიშნება.
წყარო: ajaratimes




























































